Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ რეუვენ ენოხისადმი (რუბენ ენუქაშვილი) მიძღვნილი პირველი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართველი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი და არიელის უნივერსიტეტი  2026 წლის 17-18 ნოემბერს გამართავენ პროფესორ რეუვენ ენოხისადმი (რუბენ ენუქაშვილი) მიძღვნილ პირველ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართველი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 30 აგვისტომდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: tsuconference@tsu.ge

 

კონფერენციაში  მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

 

კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

 

  • ქართველი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში;
  • ქართული და ებრაული ენები და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
  • ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები ისრაელში;
  • ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები საქართველოში;
  • ებრაული რელიგიური და სეკულარული იდენტობები;
  • ებრაულ-ქართული და ქართულ-ებრაული მთარგმნელობითი და ლიტერატურული ურთიერთობები.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

 

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

 

კონფერენციის  ფარგლებში გაიმართება ეკლესიასტეს ქართული თარგმანების ანთოლოგიის პრეზენტაცია და რეუვენ ენოხისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

 

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი (ekaterine.navrozashvili@tsu.ge),  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

  1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
  2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
  3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
  4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
  5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
  6. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
  7. ფორმატი — A4
  8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)
  9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
  10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
  11. თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.
  12. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:
  • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • საკვანძო სიტყვები;
  • თეზისების ძირითადი ტექსტი.
თარიღი: 08/12/2025